23/06/2021

კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

BPN Georgia  Logo.png

შვეიცარიული ფონდი BPN Georgia აცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

BPN Georgia არის შვეიცარიული ფონდი, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით ეხმარება ქართულ ბიზნესებს განვითარებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.

BPN Georgia-ს შემუშავებული აქვს სპეციალური ბიზნესის განვითარების 3 წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს შვეიცარიული და დასავლური ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას მათზე მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციების, ტრეინინგებისა და სემინარების საშუალებით.

პროგრამის 95% თანადაფინანსებულია შვეიცარიის მიერ, დეტალები იხილეთ დანართში.

აპლიკაციის მიწოდების ბოლო ვადა: 15 ივლისი 2021 წელი

შევსებული სააპლიკაცია ფორმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@bpngeorgia.ge ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

« უკან
3453
Login