ბიზნეს აკადემია

ბიზნეს აკადემიის ფარგლებში თქვენ იღებთ საბაზისო ცოდნას საწარმოო ეკონომიკის დარგში. ჩვენთან მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ პროფესიონალურ ზრდაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწავლების პრაქტიკულ მხარეს და ვცდილობთ, მოწოდებული მასალა იყოს ადვილად გასაგები და განსახორციელებელი.


ჩვენი პროგრამის მონაწილეები ესწრებიან სემინარებს ლოგიკური თანმიმდევრობით. სემინარების თუ ვორკშოპების უმეტეს ნაწილზე დასწრება პროგრამის მონაწილეების გვერდით ნებისმიერი მსურველისთვისაც არის ნებადართული.

პროგრამის მონაწილეები ორიდან ოთხ წლამდე პერიოდში გადაემზადებიან შვეიცარიელი დარგის სპეციალისტების მხრიდან საწარმოო ეკონომიკის საფუძვლებში. ეს საბაზისო განათლება მოიცავს შემდეგ საგანმანათლებლო მოდულებს, რომელთა ხანგრძლივობაა 3-5 დღე:

  1. ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
  2. ფინანსური მენეჯმენტი
  3. მარკეტინგი
  4.  ადამიანური რესურსების მართვა

შესაძლებელია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ შემოთავაზებულ სხვა დამატებით სემინარებსა თუ ვორკშოპებზე დასწრებაც.

ჩვენი აქტუალური სემინარების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

ლალი.jpg

ლალი გოჩიტაშვილი

კომპანია "ლაქლაქას" დამფუძნებელი

დროის მენეჯმენტის ტრენინგზე ვისწავლე, რომ არ უნდა ვენდო მხოლოდ მეხსიერებას და რომ ჩანიშვნა აუცილებელია. თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს უამრავ ინსტრუმენტს, გვაძლევს საშუალებას და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად! ყოველთვის სიამოვნებით მოგისმენთ, დაგიჯერებთ და გამოვიყენებ თქვენს რჩევებს, რადგან BPN Georgia ჩემთვის არის პროფესიონალიზმის, ცოდნის, სწავლების და კეთილგანწყობის სიმბოლო. გმადლობთ, რომ გვეხმარებით ბიზნესის მართვაში, ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში. 

Login