13/07/2018

ფინანსური მენეჯმენტის სემინარი

FM Seminar 2018 (12).JPG

ფინანსური რესურსების მართვის პროცესში ხშირად ვაწყდებით სირთულეებს. დამწყები ბიზნესმენისთვის ძნელდება გაარკვიოს, რას წარმოადგენს ფინანსური მენეჯმენტი: ფირმის აქტივებისა და პასივების მართვა, ბიზნეს-გეგმის შედგენა, ანგარიშების ფინანსური ანალიზი, ფირმის ფასების პოლიტიკის დამუშავება თუ ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის კიდევ სხვა ასპექტები. ფინანსების კომპლექსურ სამყაროში სხვადასხვა ინსტრუმენტებში გარკვევას დაეთმო ჩვენი ორ დღიანი სემინარი „ფინანსური მენეჯმენტი“.

სემინარზე განხილული იქნა თემები, როგორიცაა: ბუღალტერიის საფუძვლები, საწარმოს ფინანსური დაგეგმვა, მოგება - ზარალის ანგარიში, ბალანსი, ლიკვიდურობის გეგმა, საინვესტიციო გეგმა, კალკულაცია, მოგების ნულოვანი წერტილის გაანგარიშება, საწარმოს ხარჯები და სხვა.

მონაწილეებმა საჭირო ინფორმაციით დატვირთულმა და კმაყოფილმა დატოვეს სემინარი. წარმატებები მათ.

« უკან
600
Login