კურსი შედგება ოთხი ტრენინგისა და ორი ინდივიდუალური კონსულტაციისგან. ტრენინგები მოიცავს მცირე ბიზნესის საკვანძო საკითხებს:
- ბიზნეს გეგმის სტრუქტურა და შედგენის წესი
- ფინანსური დაგეგმვის ძირითადი დოკუმენტი
- ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის პრინციპები
- რისკების ანალიზი და კრიზისების მართვა
ტრენინგები მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში, თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ ორ საათს. ტრენინგები ინტერაქტიულია და ტარდება მცირე ჯგუფებში (არაუმეტეს 15 მონაწილისა).
ტრენინგების დასრულების შემდგომ მსმენელს ეძლევა 10 დღიანი ვადა სისრულეში მოიყვანოს თავისი ბიზნეს გეგმა. ამ პერიოდში მას შეუძლია მოგვმართოს დაგროვილი შეკითხვებით, ჩვენი სპეციალისტი დაუნიშნავს ინდივიდუალურ კონსულტაციას და ყველა ტექნიკურ შეკითხვას გაეცემა პასუხი.
დასრულებულ ბიზნეს გეგმას ეცნობიან ჩვენი სპეციალისტები (საჭიროების შემთხვევაში გეგმა ითარგმნება და გასაცნობად მიეწოდება ჩვენს წამყვან ექსპერტს შვეიცარიის ოფისში). ამის შემდეგ ინიშნება ინდივიდუალური გასაუბრება, რომელზეც საკითხები დეტალურად ირჩევა. თუ კვალიფიციური რეკომენდაციების მოსაწოდებლად უცხოელი ექსპერტი ერთვება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თარგმნას (როგორც ნაწერის, ისე საუბრის).
კურსი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის და თანადაფინანსებულია შვეიცარიის ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის მიერ.
ფორმა: ონლაინ ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები
კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი
ღირებულება: 50 ლარი

კურსის ჩატარების ვადები: 20 - 23 ივლისი
საათები: 19:00 - 21:00
ღირებულება: 50 ლარი
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია