სთავაზობთ მომხმარებელს პროდუქტს ან სერვისს და გიჭირთ ფინანსებთან გამკლავება? გყავთ ბუღალტერი, მაგრამ ვერ ხვდებით, სინამდვილეში რას საქმიანობს ის თქვენს ფირმაში?
ფინანსური დაგეგმარების ვორკშოპზე თქვენ წარმოდგენას შეიქმნით ფინანსური მენეჯმენტის ძირითად პრინციპებზე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში, რაც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის ფინანსური მდგომარეობის გააზრებაში.
თეორიულ ნაწილში თქვენ მიიღებთ ცოდნას, თუ როგორ უნდა შეადგინოთ მოგება ზარალის ანგარიშგების გეგმა თქვენი საქმიანობის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე. ამ გეგმაში თქვენ თქვენი პროდუქტებიდან თუ სერვისებიდან სავარაუდოდ მიღებულ შემოსავალს ადარებთ სავარაუდო საწარმოო თუ ნედლეულის ხარჯებს და ანალიზის საფუძველზე ხვდებით, ღირს თუ არა საქმიანობის გაგრძელება. გარდა ამისა თვალს ადევნებთ თქვენს დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს, სწორად არიცხავთ ცვეთის ხარჯებს.
ჩვენთვის პრაქტიკა ძალიან ღირებულია. ამიტომ ვცდილობთ ისე გავამარტივოთ მასალა, რომ ის ადვილად გასაგები გახდეს და მარტივი ფინანსური დაგეგმარების დახმარებით მიღებული ფინანსური ინფორმაცია სწორი მენეჯმენტური გადაწყვეტილებების მიღებაში გამოგვადგეს.
ტრენინგების დასრულების შემდგომ მსმენელს ეძლევა 10 დღიანი ვადა სისრულეში მოიყვანოს თავისი ფინანსური გეგმა. ამ პერიოდში მას შეუძლია მოგვმართოს დაგროვილი შეკითხვებით, ჩვენი სპეციალისტი დაუნიშნავს ინდივიდუალურ კონსულტაციას და ყველა ტექნიკურ შეკითხვას გაეცემა პასუხი.
დასრულებულ ბიზნეს გეგმას ეცნობიან ჩვენი სპეციალისტები (საჭიროების შემთხვევაში გეგმა ითარგმნება და გასაცნობად მიეწოდება ჩვენს წამყვან ექსპერტს შვეიცარიის ოფისში). ამის შემდეგ ინიშნება ინდივიდუალური გასაუბრება, რომელზეც საკითხები დეტალურად ირჩევა. თუ კვალიფიციური რეკომენდაციების მოსაწოდებლად უცხოელი ექსპერტი ერთვება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თარგმნას (როგორც ნაწერის, ისე საუბრის).
კურსი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის და თანადაფინანსებულია შვეიცარიის ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის მიერ.
ფორმა: ონლაინ ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები
კურსის ხანგრძლივობა: 1/2 დღე
ღირებულება: 50 ლარი (ბიზნეს გეგმის ვორკშოპის ჩათვლით)